Wikipedia

Search results

12/8/13

       გამარჯობათ.
         როცა გავაკეთეთ მე და ჩემმა მეექვსე კლასელებმა პროექტი ,, სად მთავრდება ცელქობა და სად იწყება დანაშაული" ჩემი კლასის მოსწავლეებმა,მეექვსე კლასელებმა გააკეთეს ჩანახატები ამ თემაზე; გთავაზობ რამოდენიმე მოსწავლის ნაშრომს:
            ანი მარუშაშვილი- მეექვსე კლასი
                        ყველა ბავშვი ცელქია. ბავშვის ცელქობა გამოიხატება იმაში რომ ის შეიძლება ავიდეს ხის კენწეროზე, გადმოხტეს სიმაღლიდან, გატეხოს რამე. ცელქ ბავშვა ხიფათიც თან სდევა ან თავს გაიტეხსს, ან გაიჭრის რამეს. ცელქი ბავშვები ჩხუბობენ კიდეც და შემთხვევით შეიძლება ერთმანეთს რაიმე დაუშაონ კიდეც.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ ერთად თამაშობენ. ჩხუბის დროს რაიმე საგნის გამოყენება ეს უკვე დანაშაულია. ცელქობით ხშირად ფუჭდება და იმტვრევა საგნები. ამიტომ ბავშვებს დიდი ყურადღება და ხშირი დარიგება სჭირდებათ, თორემ ასაკის ზრდასთან ერთად, შეიძლება ეს დანაშაულში გადაიზარდოს.ცელქმა ბავშვებმა ერთმანეთსშეიძლება რამე დაუშაონ შემთხვევით, მაგრამ თუ ერთმანეთს რამეს განზრახ დაუშავებენ ეს უკვე დანაშაულია. დიდი სხვაობაა ცელქობასა და დანაშაულს შორის, მაგრამ ერთი ნაბიჯია ცელქობიდან დანაშაულამდე.

         მარიამ თურქაძე - მეექვსე კლასი
                       ხშირ შემთხვევაში ცელქობა დანაშაულში გადაიზრდება ხოლმე. როდესაც პატარა ასაკში ხარ ხშირად ჩადიხარ დანაშაულს, რომელიც ცელქობით არის გამოწვეული. ასეთი მრავალი შემთხვევა მინახავს. შეიძლება ბევრს ამის გაკეთება არ სურს მაგრამ უნებურად მაინც აკეთებს. საერთოდ ბავშვის ფიქრები, ყოველ შემთხვევაში ჩემი კი ასეთია: ჩვენ გვინდა გართობა, თამაში, სირბილი , იმას კი არ ვფიქრობთ რომ ამან შეიძლება დიდი დანაშაული ჩაგვადენინოს. ბავშვა როგორც შეზლებს ისე უნდა მოთოკოს თავი და აკონტროლოს თავისი სიცელქე. მე ვფიქრობ იცელქოს ბავშვმა მაგრამ ისე რომ მისი სიცელქე დანაშაულში არ გადაიზარდოს.
 
                  

12/6/13

ვასწავლი ასევე სამოქალაქო თავდაცვას და უსაფრთხოებას და გამოქვეყნებული მაქვს ლემილზე გაკვეთილის გეგმა  ,,ვულკანი- ბუნებრივი სახის საგანგებო სიტუაციები"-ის შესახებ. შეგიძლიათ გადახვიდეთ ლემილის ლინკზეhttp://lemill.net/content/browse?state=public&author=makuna79  და ნახოთ, ასევე თან ახლავს შეფასების რუბრიკაც.


11/13/13

ჩემი პროექტი

სად მთავრდება ცელქობა და სად იწყება დანაშაული

1.პროექტის სახელი: ,, სად მთავრდება ცელქობა და სად იწყება დანაშაული“
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებისათვის საჭირო რაოდენობის ინფორმაციის მიწოდება, თუ სად უნდა გაავლონ ზღვარი ცელქობასა და დანაშაულს შორის.
3. პროექტის აქტუალობა: უშუალოდ დანახვა იმ პრობლემისა, რაც მოზარდებში ხშირია და შესაბამისი ღონისძიებების პრაქტიკაში გატარება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის შინაგანაწესის დაცვა, სხვადასხვა  საინტერესო ადამიანების მიერ მოწოდებული რჩევების გათვალისწინება. მათი ქცევის, კულტურისა და აკადემიური დონის ამაღლება. ეთიკის ნორმების ცოდნა და საზოგადოებაში მისი გათვალისწინება.
5.მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  5 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ფოტო და ვიდეო მასალები; საინფორმაციო ბუკლეტები; გამაფრთხილებელი პლაკატები; გამოფენები; ბლოგი ავებ-საიტის შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, თაბახისა და ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ინტერნეტში მოძიებული მასალები, სკოლის ბიბლიოთეკა, პროექტორი, რომელიმე ცნობილი სახე, თავისი ბავშვობის შესახებ.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას:
პირველ ჯგუფს ევალება თემასთან დაკავშირებით მოამზადოს სხვადასხვა კითხვები, გააკეთოს გამოკვლევები და აიღოს ინტერვიუ მშობლებიდან.
  მეორე ჯგუფმა  უნდა დაამზადოს ინფორმაციო ბუკლეტები, შექმნას  პლაკატები ბავშვების ასაკის შესაბამისად და გააკრას თვალსაჩინო ადგილებზე; 
მესამე ჯგუფს ევალება მოაგროვოს მოსწავლეთა  ნახატები, ფოტოსურათები და მოაწყოს გამოფენა (სკოლის სივრცეში)     
მეოთხე ჯგუფი ქმნის ბლოგს, ვებ-საიტს, იყენებს ტექნოლოგიებს პრეზენტაციის მოსამზადებლად.
მოსწავლეები ატვირთავენ   და გამოაქვეყნებენ თავიანთი დაკვირვების შედეგად დაგროვებულ ინფორმაციას. (ფოტოსურათებსა და ვიდეომასალას, სლაიდებს (მინიმუმ 9 სლაიდი), პროექტის მსვლელობის ამსახველ ფაქტებს). პროექტის პრეზენტაცია - პრეზენტატორი მოსწავლე გააკეთებს პროექტის პრეზენტაციას პროექტორის გამოყენებით.

                                               
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი: საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება; სამოქალაქო თავდაცვის ჩართულობა, ბავშვთა კონვენციის გათვალისწინებით; ხელოვნება- ნახატების შექმნით შემოქმედებითობისა და ფანტაზიის უნარის განვითარება; პრობლემატური საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულები სგამოხატვა, სხვადასხვა ტექსტის შექმნა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია დიასამიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiadiasamidze783@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგ: http://maiadiasamidze.blogspot.com/